არაერთმა გერმანულმა მედიასაშუალებამ პარტიული წრეების წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ 6 მაისს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი შესაძლოა ოფიციალურად გამოცხადდეს გერმანიის ახალ კანცლერად.
23 თებერვალს ვადამდელი არჩევნების შემდეგ გერმანიაში მთავრობის ფორმირება დასკვნით ეტაპზე გადადის.
როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიულმა ბლოკმა, ასევე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ახალი მმართველი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება ოთხშაბათს, 9 აპრილს, ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.
ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა და გერმანიის დემოკრატიულმა ბლოკმა კოალიციურ შეთანხმებაში დაადასტურა, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.
ფრიდრიხ მერცმა თავდაცვის ხარჯების შემდგომი ზრდის პირობა დადო.