შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან.
კერძოდ, აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა.
მან გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სიტყვები, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ პროცესებზე.
„გავიხსენოთ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ, ასევე პოლიტიკური პროცესებიდან ადამიანების გარიყვის წინააღმდეგ. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, როგორც დასავლეთმა, ვიდრე უბრალოდ ვისაუბროთ დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჩვენ მათით უნდა ვიცხოვროთ”, - თქვა ბრიუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გარიყვა განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აგრესიული და კორუმპირებული კანონმდებლობის გათვალისწინებით“.
ბრიუსმა ასევე თქვა, რომ იგი არ ეთანხმება განსაზღვრებას, რომ ლე პენი ულტრამემარჯვენეა. მან დასძინა, რომ ეს შეიძლება დამამცირებლად ჟღერდეს.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენის შესახებ. თუმცა, მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.