რუსეთის თავდასხმების გეოგრაფია და სისასტიკე არა მხოლოდ ზოგჯერ, არამედ ყოველდღიურად, ყოველ ღამით გვიჩვენებს, თუ რამდენად არ აინტერესებს პუტინს დიპლომატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„უკვე რამდენიმე კვირაა, არსებობს ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ამ წინადადებაზე პასუხად, რუსული დრონები, რუსული ბომბები და ბალისტიკური იარაღი გამოიყენება. რუსეთი იმსახურებს მასზე ზეწოლის გაძლიერებას – ყველა მკაცრ ნაბიჯს, რამაც შეიძლება, შეასუსტოს რუსეთის ომის წარმოების უნარი და ამ სისტემის მხარდაჭერა, რომელსაც, გარდა ომისა, არაფერი სურს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა და ერთიანობა ყველა პარტნიორს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, 29 მარტს ხარკოვზე მტრის „შაჰედების“ თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.