ბრიტანული გამოცემა The Economist-ი უკრაინულ წაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში არჩევნები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდეს. მისივე ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
უკრაინის სამთავრობო წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ზელენსკიმ გასულ კვირას მოიწვია თათბირი და თავისი გუნდის წევრებს დაავალა არჩევნების ორგანზიბა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, რომელიც ამერიკელების აზრით, შესაძლოა აპრილის ბოლოს დადგეს. The Economist-ის ცეცხლის შეწყვეტის სავარდო თარიღს აღდგომას, 20 აპრილს ასახელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 5 მაისს პარლამენტში კენჭისყრაა დაგეგმილი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებაზე, რომელსაც ვადა 8 მაისს ეწურება.
საომარი მდგომარეობის გაუქმება აუცილებელი პირველი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის დასაწყებად.
წყაროებს სხვადასხვა მოზაზრება აქვთ ზუსტ ვადებებთან დაკავშირებით, მაგრამ უმეტესობა ამბობს, რომ ზელენსკი ზაფხულს აპირებს [არჩვენბის გამართვას].
კანონი სულ მცირე 60 დღეს მოითხოვს კამპანიისთვის, ასე რომ, ყველაზე ადრეული შესაძლებლობა ივლისის დასაწყისია.
მაგრამ ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ კამპანია გაგრძელდება სამი თვე, სწორედ იმდენი დრო, რაც საჭიროა ომის პერიოდში ამომრჩეველთა სიების აღსადგენად“.
როგორც გამოცემა წერს, ორი თვის წინ მიიჩნეოდა, რომ ზელენსკი კატეგორიული წინააღმდეგი იყო არჩევნების ჩატარებაზე, მაგრამ ოვალურ კაბინეტში განვიტარებულმა მოვლენებმა და ტრამპის დამოკიდებულებამ, ზელ;ენკისრეიტინგი გაზარდა .
„ამჟამად სერიოზული მზადება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ზელენსკი ამომრჩეველთა წინაშე მეორედ და საკმაოდ მალე წარდგეს“, - აღნიშნავს გამოცემა.