ადგილობრივი მედიასაშუალება "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისის მიმდებარედ, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. როგორც გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, ქვეითი შემთხვევიდან მალევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.