უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აკონტროლებს ვითარებას შავ ზღვაში, ასევეუარყოფს რუსეთის მიერ სავაჭრო დერეფანზე კონტროლის აღების შესაძლებლობას. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ისინი შავ ზღვაში დერეფანს დიდი ხანია უკვე არ აკონტროლებენ, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რადგან ეს არის ომის დამთავრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას შავ ზღვაში. მათი შავი ზღვის ფლოტის ნაწილი ფსკერზეა ან დამალულია, ეს არის ის, რაც დღეს ხდება.
ისინი მზად არიან დათანხმდნენ ენერგეტიკის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას, თუ ეს შეეხება ენერგეტიკას და შავ ზღვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთი სურსათის დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რასაც უკრაინა არ დაუშვებს.
„ჩვენ საერთო ჯაში მზად ვიყავით ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის
მათ სურთ უბრალოდ სურსათის დერეფანზე კონტროლი მიიღონ, ეს მათ არ გამოუვათ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.