შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტარციამ წარადგინა ახალი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც, ადმინისტრაციის ცნობით, თვითდეპორტაციის საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფ მიგრანტებს, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო დაკავება და დაკავების ცენტრებში განთავსება.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის (CBP) მიერ შემუშავებული აპლიკაცია CBH Home მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, განაცხადოს თავისი განზრახვის თაობაზე და თავისი ნებით დატოვოს ქვეყანა.
"ეს აპლიკაცია აძლევს შესაძლებლობას არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ახალვე დატოვონ ქვეყანა თვითდეპორტაციის საშუალებით, რათა მომავალში ჰქონდეთ შანსი, ლეგალურად დაბრუნდნენ და განახორციელონ ამერიკული ოცნება", - თქვა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა კრისტი ნოემმა.
"თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ ვიპოვით, გავაძევებთ და ვეღარასდროს დაბრუნდებიან".
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ პირობას დებდა, რომ იგი რეკორდული რაოდენობის მიგრანტების დეპორტაციას მოახდენდა, თუმცა მისი პრეზიდენტობის პირველ კვირებში, დეპორტაციის მაჩვენებელი იყო 2024 წლის ფისკალური წლის მაჩვენებელზე დაბალი.
ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე მიიღო სხვა ზომები, რამაც შეიძლება აიძულოს არალეგალური მიგრანტები, დატოვონ ქვეყანა.
ახალი აპლიკაცია CBP Home ანაცვლებს ბაიდენის პრეზიდენტობის დროინდელ CBP One აპლიკაციას. CPB One აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევდა მიგრანტებს, მექსიკაში ყოფნისას დაენიშნათ ინტერვიუ საზღვრის ლეგალურად გადაკვეთის მოთხოვნით.
რესპუბლიკელები მკაცრად აკრიტიკებდნენ CPB One აპლიკაციას, რადგან მათი თქმით, აპლიკაციამ ხელი შეუწყო მასობრივ მიგრაციას და ვერ შეძლო მიგრანტების საფუძვლიანი შემოწმება.
ტრამპმა დახურა CBP One აპლიკაცია თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მიგრანტებისთვის ყველა დაგეგმილი ინტერვიუ გაუქმდა.