საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს, რომლის ქვეყანაც რუსეთის ჰიბრიდულ გავლენას ექვემდებარება.
ამის შესახებ მაკრონმა პარიზში მაია სანდუსთან გამართულ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არის "სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის". მან ხაზი გაუსვა მოლდოვას, რომელიც "რუსული საფრთხის წინა ხაზზეა" და რომლის საჰაერო სივრცე რეგულარულად ირღვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო მოლდოვისა და მისი დემოკრატიულ ინსტიტუტებში რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მზარდი აშკარა მცდელობები.
„ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მოლდოვის მდგრადობა უცხოური ჩარევის მიმართ“, - განაცხადა მან.
ვიზიტის ფარგლებში მაია სანდუ საფრანგეთის ლიდერთან განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საფრანგეთის მხარდაჭერას მოლდოვის ევროპული გზისადმი და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხებს.