უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებს მშვიდობა სხვებზე მეტად სურთ და ამ საკითხში შეერთებული შტატების დახმარების დიდი იმედი აქვთ. ამის შესახებ ზელენსკი Х-ზე წერს.
ზელენსკმ დაწერა, რომ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება. „მოლაპარაკებები უკვე იყო და ჩვენ ჯერ კიდევ ვემზადებით სხვა ნაბიჯებისთვის უახლოეს მომავალში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია მართლაც იყოს შინაარსიანი და მიმართული იყოს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ნამდვილი მშვიდობა და „უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს“.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი და გარანტირებული ვიყოთ უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამერიკის მხარდაჭერაზე მშვიდობის გზაზე. მშვიდობაა გვჭირდება - რაც შეიძლება მალე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი პოსტი მალევე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას აშშ-ის მხარდაჭერა აქვს.