აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს მშვიდობა.
გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპს გაზიარებული აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელშიც ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.
„ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას აღარ აიტანს დიდხანს. ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ევროპამ, შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ალბათ არც ისე კარგი განცხადებაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ ისინი?“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.