ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე თბილისშია. ევროპელი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგდოებას ხვდებოდა. პოლიტიკოსი შეხვდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებსაც.
“ჩვენ, ევროპარლამენტმა, გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო. რეზოლუცია იყო ძალიან ძლიერი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი არ ფიქრობს ასე.
ჩვენ აღმასრულებელ ორგანოებს წარვუდგინეთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, რადგან მხოლოდ საქაეთველო არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი უსაფთხოებისთვის და დავდაცვისუნარიანობისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ.
მაგარამ, მიუხედავად ამისა, მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.
რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არცერთ ევროპულ ღირებულებასთან, - განიცხადა რასა იუკნევიჩიანემ „ტვ პირველს“.