აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინგტონში ჩავა, რათა ხელი მოაწერონ წიაღისეულსა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმებას.
ამის შესახებ მან ადმინისტრაციის წევრების სხდომაზე განაცხადა.
შეხვედრის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ში „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის რუსეთთან და უკრაინასთან“, რაც გულისხმობს „ომის დასრულების“ მცდელობებს.
"პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს უნდა ჩამოვიდეს, ეს უკვე დადასტურდა. ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, ეს იქნება დიდი შეთანხმება", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, “შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან და უკრაინასთან შეთანხმებას, რომ შევაჩეროთ ადამიანების მკვლელობა“, - თქვა ტრამპმა.