ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბი ,,იბერია 1999“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ს.კ ,,იბერია 1999-ის“ გენერალური სპონსორი გახდა.
ურთიერთპარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ს.კ ,,იბერია 1999“ -ის დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, გენერალურმა დირექტორმა ვეფხვია ამირიძემ და სს ლიბერთი ბანკის კორპორატიული მიმართულების ხელმძღვანელმა რატი მეხრიშვილმა.
„გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, ლიბერთის მიმართ, რომელიც ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და ყველაზე მზარდი, წარმატებული ქართული კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. ეს პარტნიორობა ჩვენი მომავალი წარმატების საწინდარია, რადგან ლიბერთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ ,,იბერია 1999“-ის პირველ გუნდს, არამედ ,,იბერიას“ აკადემიასაც, სადაც ამჟამად ათასამდე ბავშვი ვარჯიშობს. წელს, ჩვენი საფეხბურთო კლუბი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებს მონაწილეობას. ამიტომ, ლიბერთის მხრიდან ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, მათთან ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“ - ტარიელ ხეჩიკაშილი, ს.კ ,,იბერია 1999“-ის დამფუძნებელი.
,,ლიბერთი აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კლუბი ,,იბერია 1999“ გენერალური სპონსორობა, რომელიც ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბის წარმატებაში, ვუქომაგებთ ჩვენს გუნდს საქართველოსა და ევროპაში.’- რატი მეხრიშვილი, კორპორატიული მიმართულების ხელმძღვანელი
ს.კ ,,იბერია 1999-ის“ შესახებ:
„იბერია“ 1999 წელს დაარსდა, როგორც უბნის საფეხბურთო სკოლა. მოკლე დროში, მენეჯმენტის სწორი მუშაობის შედეგად, კლუბმა არაერთი წარმატებული ფეხბურთელი აღზარდა. „იბერიის“ აკადემიაში ამ ეტაპზე, 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს. კლუბი ყოველთვის იყო ასაკობრივი ეროვნული ნაკრებების ტალანტების მთავარი მიმწოდებელი. ამჟამად, „იბერიაში“ აღზრდილი ფეხბურთელები ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობენ. საფეხბურთო კლუბი „იბერია“ 2024 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. კლუბისთვის ეს ტიტული ბოლო ექვს სეზონში მეექვსეა. წლევანდელი სეზონი „იბერიისთვის“ გამორჩეულია, რადგან კლუბი მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ს.კ „იბერიას“ ტიტულები: საქართველოს ჩემპიონობა 2-ჯერ: 2018, 2024; საქართველოს თასი 3-ჯერ: 2019, 2021, 2023, საქართველოს სუპერთასი ერთხელ: 2020
სს „ლიბერთი ბანკის“ შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.