რასა იუკნევიჩიენეს წარვუდგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“შევხვდი რასა იუკნევიჩიენეს, რათა განგვეხილა საქართველოს წინ მიმავალი გზა. წარვუდგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. მადლობელი ვარ ახალი არჩევნებისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმდინარე მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.