ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.
კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.
დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. პროექტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 63 და თავი შეიკავა 81-მა.
მათ შორის ჩამოთვლილია: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.
ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ EU-ის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საქართველოში აღარ სრულდება.
რეზოლუციის ტექსტში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის რეჟიმის ტყვის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.
„რეზოლუცია ასევე ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, უნდა გაიმართოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო ღრმა მწუხარებით, პარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.