უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ მოუწოდა პარტნიორებს, მიდგომიდან - „დავეხმარებით უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, გადავიდნენ მიდგომაზე - „რაც შეიძლება მეტი დახმარება უკრაინას“. მათ შორის უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებაზე. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
მინისტრის თქმით, ომის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ორი მიზნის მიღწევა: საკუთარ ილუზიებზე უარის თქმა და მტრის იმედგაცრუება.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული იქნება დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ის აღარ დაიჯერებს, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შესაძლებელია და ასევე მაშინ, როდესაც რუსეთისთვის ომის გაგრძელების ფასი მისი დასრულების ფასზე მეტი იქნება.
„ერთობლივად, საერთაშორისო საზოგადოებას საკმარისი ძალა აქვს, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ეს ომი. ჩვენ უნდა გადავიდეთ მიდგომიდან - „რამდენიც საჭირო იქნება დახმარება“, მიდგომაზე - „რაც შეიძლება მეტი დახმარება [უკრაინას]“ .თანამედროვე შეიარაღების რბოლა ბირთვულ იარაღს კი არა, მილიონობით იაფ დრონს ეხება. ისინი, ვისაც წარმოების უფრო სწრაფად გაზრდა შეუძლია, უზრუნველყოფენ მშვიდობას.
ეს მოითხოვს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სწრაფ და ადეკვატურ დაფინანსებას, რომელიც ამჟამად მსოფლიოში თავდაცვის ინოვაციების უდიდესი წყაროა. თუ საკმარის დაფინანსებას მივიღებთ, მომავალ წელს 20 მილიონამდე დრონის წარმოებას შევძლებთ,“ - წერს სიბიჰა.