აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ღაზის დაუფლებას, მაგრამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს ნება დართოს, აღადგინონ ომით განადგურებული ტერიტორიის ნაწილი. იუწყება Reuters
„რაც შეეხება აღდგენას, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ იგი ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს, რათა მათ შეძლონ ცალკეული ნაწილების აღდგენა, სხვა ადამიანებს შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენი პატრონაჟით.
მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავეუფლოთ მას, დავიცვათ და უზრუნველვყოთ, რომ „ჰამასი“ არ დაბრუნდეს“, - თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „იქ არ არის ადგილი, სადაც დაბრუნება შესაძლებელია.
"ეს ადგილი ასაღებია, დანარჩენი დასანგრევია, ყველაფერი დაინგრევა", - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ღიაა ზოგიერთი პალესტინელი ლტოლვილის შეერთებულ შტატებში დაშვების შესაძლებლობისთვის, მაგრამ განიხილავს ასეთ თხოვნებს თითოეულ შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, 6 თებერვალს ტრამპმა დაადასტურა თავისი გეგმა აშშ-ს მიერ ღაზოს სექტორის „დაუფლების“ შესახებ - ამერიკელი სამხედროების ჩარევის გარეშე.
ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელს შეუძლია ღაზა შეერთებულ შტატებს გადასცეს ომის დასრულების შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მხარი დაუჭირა ტრამპის გეგმას ღაზის სექტორის დაუფლების შესახებ და განაცხადა, რომ პალესტინის ანკლავი უნდა განთავისუფლდეს ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასისგან“.