პროტესტის 75-ე დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ადგილზეა სპეცრაზმიც.
გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.