4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8378 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.27 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9317 ლარი გახდა.
2.73 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5237 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.89 თეთრი შეადგინა.