საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ჯოუილსონის მიმართვას
ნიკა მელიას თქმით, ცივილიზებული სამყარო ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც თავი აღმოიჩინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, მხოლოდ და მხოლოდ, გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე და ყელზე ყულფი შევიწროვდება. დასავლური დემოკრატიები დგანან მკაფიოდ, ცხადად ქართული საზოგადოების გვერდით მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება დაბრუნდეს, ამ ქვეყანაში დემოკრატიულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს", - განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის წერილით მიმართა. უილსონმა ლემის მეტი გამბედაობისკენ და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა.