ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“, - წერია გნაცხადებაში.
მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი", - ნათქვამია განცხადებაში.