600-ადგილიან ასამბლეაზე არ აღმოჩნდა 1 ადამიანიც კი, ვინც ქოცებს „გააპრავებდა“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ამღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ერთსულოვნებამ დიდი შედეგი დადო.
"ამ ფოტოს აკლია დიმიტრი ცქიტიშვილი, გახარიას პარტიიდან, ასევე არაა თინა ხიდაშელი (იმედია ვინმე არ გამომრჩა კიდევ), ვერ დავიჭირე ყველა ერთად.
ეს ხალხი, ბოლო 4 დღის განმავლობაში, 24/7-ზე მუშაობდა სტრასბურგში როგორც ერთი გუნდი.
ყველა ოთახში, ყველა დერეფანში, ყველა აივანზე, ყველა საუზმეზე, ყველა ლანჩზე, ყველა ვახშამზე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა ქვეყნის დელეგაციასთან, ყველა ფრაქციის შეხვედრაზე, ყველა კომიტეტზე - ყველგან ესენი იყვნენ.
დოკუმენტებით, მასალებით, წერილებით, ფოტოებით, არგუმენტებით.
ამ ხალხთან ერთად ამ ოთხ დღეში იყო უამრავი საქართველოს მეგობარი ევროპელი, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან გვეხმარებოდენ, ზოგი სატელეფონო ზარით, ზოგი ვიდეო ქოლით, ზოგი წერილით, ზოგი მესიჯით. უამრავი
ამ ერთსულოვნებამ დადო დღევანდელი შედეგი.
არა მხოლოდ რეზოლუცია სწორი მოთხოვნებით, არამედ ისიც, რომ 600 ადგილიან ასამბლეაზე არ აღმოჩნდა 1 ადამიანიც კი, ვინც ქოცებს გააპრავებდა
ერთად და მეგობრების დახმარებით, მოვიგებთ ამ ომს
ოლეე, ოლაა". - წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.