უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 4 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
სუმის ოლქის ადმინისტრაციაში აცახდებენ, რომ დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა. ადამიანები იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული.
სუმის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.