ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების ღონისძიებაზე პოლონეთში უნგრეთის ელჩი და პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანს არ მიიწვიეს.
ამის შესახებ პოლონეთის ევროპულ საკითხებში მინისტრის მოადგილემ მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა. იუწყება Reuters.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბუდაპეშტმა თავშესაფარი მისცა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მარკინ რომანოვსკის, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებაში.
"როდესაც სტუმრები მოვიწვიეთ ჩვენს გალა-საღამოზე თითქმის ერთი თვის წინ, მოვიწვიეთ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ მინისტრ რომანოვსკისთან დაკავშირებული სიტუაციის შემდეგ, მინისტრმა სიკორსკიმ გადაწყვიტა, რომ უნგრეთის ელჩი არასასურველი სტუმარია," - თქვა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ.
ასევე, მისი თქმით, ვარშავის დიდ თეატრში გამართულ ცერემონიაზე არ იყო მიწვეული უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.