აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტად აფასებენ.
„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოგაწოდოთ ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო ამ საკითხზე, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, წინასწარ განზრახული და ბოროტი ქმედება“, – განაცხადა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილემ, კრისტოფერ რაიამ.
მისი თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.
აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ ნიუ ორლეანში გუშინ განხორციელებული თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა.