2 იანვრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა უკრაინაზე 72 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დრონები რუსეთის ბრიანსკის, ორლის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან გაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, დილის 8:30 საათისთვის, უკრაინის ძალებმა 47 „შაჰედისა“ და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდო. „კიდევ 24-მა დრონმა მიზანს ვერ მიაღწია, ერთი ჯერ კიდევ ჰაერშია“.
დრონები ჩამოაგდეს უკრაინის პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონისა და მიხაილოვის რეგიონებში
უკრაინის ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას, იყო თუ არა მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება.