ოთხშაბათს, 1 იანვარს, ლას-ვეგასში, დონალდ ტრამპის კუთვნილი სასტუმროს Trump International-ის წინ, Tesla-ს მანქანა Cybertruck აფეთქდა.
აფეთქების შედეგად, მანქანაში მყოფი პირი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა შვიდმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. აფეთქება ადგილობრივი დროით 08:40 საათზე მოხდა.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, ავტომანქანა სავარაუდოდ დატვირთული იყო ფეიერვერკით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება არის თუ არა რაიმე კავშირი ლას ვეგასში მომხდა ინციდენტსა და ახალ ორლეანში ტრაგიკულ შემთხვევას შორის.
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტების სერია გამოაქვეყნა აფეთქების შესახებ კომენტარებით. "Tesla-ს მთელი ხელმძღვანელობა იძიებს იმას, რაც მოხდა ახლა", - დაწერა მასკმა.
მისი თქმით, აფეთქება მანქანის გაუმართაობით არ მომხდარა და ის სავარაუდოდ გამოიწვია, მანქანის საბარგულში არსებულმა „ფეიერვერკებმა ან ბომბმა“.