2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები პარლამენტის წევრის გასამრჯელოს შესახებ.
ცვლილებათა ამოქმედების შემდეგ დეპუტატების ხელფასი 2.5-ჯერ გაიზარდა.
2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) იქნება:
პარლამენტის თავმჯდომარე - 14 600 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 13 432 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 13 140 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს - 12 556 ლარი
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 12 410 ლარი
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - 11 972 ლარი
პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 11 680 ლარამდე
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის წევრის გასამრჯელო გამოითვლება შემდეგნაირად - "საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით".
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარია, რაც მრავლდება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ კოეფიციენტებზე.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10;
ზ) პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00.

შედეგად, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი მრავლდება სახელფასო კოეფიციენტებზე. მაგალითისთვის:
10 (პარლამენტის თავმჯდომარის სახელფასო კოეფიციენტი) X 1460 (საბაზო თანამდებობრივი სარგო) = 14 600 ლარი.