დღეიდან, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა, რითაც დასრულდა უნგრეთის 6-თვიანი ტურბულენტური თავმჯდომარეობა.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.
პოლონეთის თავმჯდომარეობა 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას უნგრეთი გადაიბარებს.
მოელიან, რომ თავმჯდომარეობა კარგი შესაძლებლობა იქნება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისთვის, მოითხოვოს პოლონეთისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების პოლიტიკა გახდეს მთელი ევროკავშირის პოლიტიკა.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ევროპა უნდა გახდეს დამოუკიდებელი, უნდა დადგეს ფეხზე. შიშისა და გაურკვევლობის ერა რუსეთთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს", - ამბობს ტუსკი.