თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს - წერს სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.
"ჩვენი გულების დამბადებელმა ქრისტე ღმერთმა დაგვილოცოს ხვალინდელი დღე და წლები, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში.
ქრისტემ ნამდვილმა ღმერთმა და ნამდვილმა ადამიანმა მოგვანიჭოს გამარჯვება საკუთარ თავზე და მტერზე. თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს. ჯანმრთლელობა და დღეგრძელობა საქართველოს სიყვარულისთვის ვნებულებს.
ცხოვრება აჩვენებს ვინ მამაა და ვინ მამინაცვალი, ვინ ძმა არის და ვინ ძმის ნაცვალი.
ბედნიერი შობა- ახალ წელი გქონოდეთ! " - წერს მეუფე ზენონი