გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 9 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სანქცირებულ პირთა ვინაობა.
"დღეს გერმანიამ დააწესა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა, მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.