28 დეკემბერს სხვადასხვა ქალაქში "ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" გაიმართება. ინფორმაცია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ორგანიზატორები აცხადებენ:
"28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ "ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის".
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს - ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
დეტალური ინფორმაცია:
28 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცენტრალურ მოედნებსა და ხიდებზე საქართველოს მოქალაქეები ერთსაათიანი საპროტესტო ჯაჭვის გასაკეთებლად გამოვალთ.
ყველა ქალაქს, სადაც შედგება საპროტესტო ჯაჭვი, საკუთარი სქემა ექნება.
თითოეული ჯაჭვის მარშრუტს დაგეგმვისთანავე შემოგთავაზებთ.
📍 თბილისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
👉 მეტეხის ხიდი
👉 მშვიდობის ხიდი
👉ბარათაშვილის ხიდი
👉ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი
👉 გალაქტიონ ტაბიძის ხიდი
👉თამარ მეფის ხიდი
👉 ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი
მოქალაქეებს ყველაზე ახლოს მდებარე ხიდზე გასვლა შეეძლებათ ჯაჭვში ჩასადგომად.
📍 ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
👉თეთრი ხიდი
👉რუსთაველის ხიდი
📍 ბათუმის ჯაჭვი გაკეთდება ბულვარის გასწვრივ
📍 ფოთის ჯაჭვი გაკეთდება ცენტრალური პარკის ირგვლივ და გაიშლება სხივებად
📍 გორის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშუტზე:
👉ყოფილი ფოსტის შენობა
👉 საკრებულოს წინ მოედანი
👉 სპორტსკოლა
👉 თამარ მეფის ქუჩის კვეთა
👉მაგთის ოფისი
👉ჭალა-სადგურის ხიდი
📍 რუსთავის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშუტზე:
👉 შარტავას მოედანი
👉 სასტუმრო “რუსთავი”
👉 იუსტიცის სახლი
👉 გმირთა მემორიალი
👉 ძველი და ახალი რუსთავის - დამაკავშირებელი ხიდი
👉 პირამიდა
👉 მერია
📍 ახმეტის ჯაჭვის მარშუტი:
👉 ახმეტის მუნიციპალური მერია
👉 რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთა
📍ხაშურის ჯაჭვის მარშუტი:
👉დიმიტრი ყიფიანის ბაღი
👉მესამე საჯარო სკოლა
👉შადრევანი
📍სენაკის ჯაჭვის მარშუტი:
👉სენაკის სასამართლო
👉ჟიული შარტავას ძეგლი
👉სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია
📍ზუგდიდის ჯაჭვის მარშუტი:
👉დადიანების დასახლება
👉სკეიტპარკი
👉რაფიელ ერისთავის ბიუსტი
👉თავისუფლების მოედანი
📍ფოთის ჯაჭვის მარშუტი:
👉ფოთის მერია
👉აღმაშენებლის ხიდი