Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის მომავალი პრზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა ევროპელ კოლეგებს აცნობა, რომ ის გეგმავს, განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება.
დასავლეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შესახებ FT-ის სამი წყაროს ცნობით, ტრამპი აპირებს გააგრძელოს უკრაინაში ამერიკული სამხედრო პროდუქტების მიწოდება მისი ინაუგურაციის შემდეგ.
ბრიტანელი ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც დეკემბრის დასაწყისში ეწვივნენ ვაშინგტონს, განუცხადეს გამოცემას, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ შეესაბამება „მშვიდობის“ იდეას.
ამავე დროს, მათი თქმით, ტრამპს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინა არასოდეს უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და სურს კონფლიქტის დაუყოვნებელი დასრულება.
ამასთან ერთად, წყაროების მიხედვით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე ზრდას მოითხოვს.
ახლა ცნობილია, რომ ტრამპის გუნდი განიხილავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების გეგმას და თავად მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიაღწია "გარკვეულ პროგრესს".
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ომის გადაწყვეტის მცდელობისას ის „უკრაინას არ მიატოვებს“.