ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია ცოტა გაურკვევლობაშია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს რუსული კანონი არავის აინტერესებს.
„მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომლებიც ცოტა გაურკვევლობაში არიან და მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისგან. მე მათ ავუხსენი, რომ არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე - ხან მიაქვთ უკან, ხან არ მიაქვთ", - ამბობს პრეზიდენტი.
დღეს, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:"მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს".