მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერსეს თქმით, ამისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული.
„შეშფოთება გამოვხატე იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები“, – განაცხადა ბერსემ. [სინქრონული თარგმანი]