თავისუფალ მედიაზე თავდასხმა დემოკრატიის საფუძვლებზე თავდასხმაა. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, - ამის შესახებსაქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი წერს. ელჩი ეხმიანება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ინგოროყვას კლინიკაში „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მონახულებას.
„გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის, ლატვიის, შვედეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩების სპონტანური ვიზიტი „ტვ პირველის“ ორი ჟურნალისტის მხარდასაჭერად, რომლებიც სასტიკი ცემის გამო არიან ჰოსპიტალიზებულნი. თავისუფალ მედიაზე თავდასხმა დემოკრატიის საფუძვლებზე თავდასხმაა. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – წერს მარგე მარდისალუ-კაჰარი.