სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილის უკრაინის და აშშ-ს პრეზიდენტებსაც შეხვდა. ასევე შეხვდა ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.