საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.
"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა" - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.