სახალხო დამცველმა თბილისში და გურჯაანში დაკავებულები მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, ასევე ისინი საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
„თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები. ძალიან ბევრი მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის ვნახე თქვენი კოლეგა, ბექა ყორშია, დაზიანებები არ აღენიშნება, ალბათ, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. მინდა მოვუწოდო შსს-ს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტზე, და ყველა ტელეფონი, ყველა ნივთი, ომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილებს, აუცილებლად დაუბრუნონ",- განაცხადა იოსელიანმა.