სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცნობით, დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა მათი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მყოფი მიდიოდა, ის ავტოავარიაში მოყვა.
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა", - წერდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“, თუმცა შემდეგ ტექსტი ოჯახის თხოვნით ჩაასწორა.
"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა"
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ფოტო: რადიო თავისუფლება