პროტესტის მეცხრე დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. მათ, თავს „ტიტუშკები“ დაესხნენ.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან. მსვლელობა საბურთალოზე დასრულდა.