ყველაზე ძვირადღირებული კრიპტო ვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 100 000 დოლარს გადააჭარბა.
ამ მომენტისთვის, სავაჭრო პლატფორმა Binance-ზე, ბიტკოინის ღირებულება 101 929.79 დოლარია.
ბიტკოინის ღირებულებამ სწრაფად დაიწყო ზრდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. არჩევნების დღეს, როდესაც ტრამპის გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა, კრიპტოვალუტის ფასი 68 ათასიდან 74 ათასამდე გაიზარდა და სტაბილურად შეინარჩუნა ზრდის ტემპი.
დონალდ ტრამპი კეთილგანწყობილია კრიპტოვალუტების მიმართ. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის არაერთხელ შეეხეო ამ საკითხს. ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს "პლანეტის კრიპტო დედაქალაქად აქცევს" და ბიტკოინის რეზერვებს შექმნის.
ტრამპის განცხადებებს ფონზე, ბიტკოინის ფასი 40%-ით გაძვირდა, წყლის დასაწყისიდან კი - გაორმაგდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ბიტკოინს და მას თაღლითობას უწოდებდა.
ტრამპის თქმით, კრიპტოვალუტა ბიტკოინს ხედავს როგორც "თაღლითობას", რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის ღირებულებაზე.
"ბიტკოინი როგორც ჩანს თაღლითობაა. არ მომწონს ის, რადგან ეს კიდევ ერთი ვალუტაა, რომელიც დოლარს ეჯიბრება", - თქვა ტრამპმა.