“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობისთვის, დაკავებული არავინაა, ხოლო დავით კირთაძის, რომელმაც მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა, რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა - ამის შესახებ“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს.
“მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ადამიანის სახე ეს არის ლევან ხაბეიშვილის, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის სახე ეს არის დიმა ჩიქოვანის, ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის სახე, ეს არის გია ჯაფარიძის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სპიკერის სახე ეს არის დავით ქაცარავა, სამოქალაქო აქტივისტის სახე აი ეს კი არის არჩევნების ქურდის, გიორგი კალანდარიშვილის სახე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ ამ შავი ლაქით შევა, როგორც მოპარული არჩევნების სიმბოლო. საგულისხმო ისაა, რომ პირველ ოთხ შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა ზღვარგადასულ ძალადობას ხელისუფლების დაკვეთით - დაკავებული არავინაა; ხოლო დავით კირთაძეს, ნაციონალური მოძრაობის ცესკოს წევრს, რომელმაც მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა რეჟიმმა საქმე აღუძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით თავად ეს მუხლიც აბსურდულია, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რადგან საზოგადოებამ ნახა ის ფარსიც რომელიც კალანდარიშვილმა დადგა და კარიკატურულად თვალახვეულმა როგორ მიიღო შემაჯამებელი ოქმი და დააკანონა გაყალბებული არჩევნები.გიორგი კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს და აუცილებლად აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. მანამდე კი ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზაშვილს, ივანიშვილს და მის სხვა ჯალათებს - დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა ამ აქტით და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვისაც არჩევანი მოპარეთ. გესმოდეთ და იცოდეთ, რომ ამას საზოგადოება არ გაპატიებთ და ყველა ერთად ერთ დიდ შავ ლაქად შეხვალთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჩვენ კი აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს კეთილსინდისიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია და არა თავლაფდასხმული გიორგი კალანდარიშვილი, რომლის წევრიც აუცილებლად ნაციონალური მოძრაობისგან კვლავ იქნება დავით კირთაძე.
მადლობა დავით სიმართლისთვის და გამბედაობისთვის!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ