გიორგი კალანდარიშვილი ისტორიაში შავ ლაქად შევა - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ისტორიაში არსებობენ ადამიანები ვინც შავ ლაქად შევიდა, ამიტომ ასეთი იქნება მისი ადგილი და ყველა დამნაშავე, რომელმაც გააყალბა ეს არჩევნები და მიითვისა ივანიშვილის სასარგებლოდ ,უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. რაც შეეხება ხარებას, სპეცრაზმს, პოლიციას და ხელების გადამტვრევას ახალგაზრდებისთვის, ეს არის ის, რითიც რეჟიმი ტრაბახობს'', - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დღეს, ცესკო-ში, არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.