საფრანგეთში, პარიზიდან რამდენიმე კილომეტრში, დანით შეიარაღებულმა კაცმა, რესტორანში თავისი თანამშრომლები მძევლად აიყვანა. იუწყება lefigaro
ახალგაზრდა კაცი, მამის კუთვნილ რესტორანში ჯერ დაიმალა და შემდეგ, თანამშრომლები მძევლად აიყვანა. საუბარია 3 ან 4 ადამიანზე.
ადგილზე იმყოფება პოლიცია, თუმცა ჯერჯერობით მათ რესტორანში შესვლა ვერ შეძლეს. კაცი შიგნიდან ჩაიკეტა და პოლიციის მოწოდებაზე არ რეაგირებს.
სამართალდამცავების განცხადებით, მძევლების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება და შემთხვევის ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.