ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
ცესკოში ოპოზიციონერი წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს იმ ხარვეზებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას, რომელსაც ადგილი როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა.
ცესკო-ში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიაწვდიან ყველა ინფორმაციას დარღვევებთან და არასამართლიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ყველა ინფორმაციას დარღვევებთან და არასამართლიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიები შეარჩია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან, რომლებმაც შემდეგ უშუალოდ გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება კი მოდიოდა ცესკოდან.“ - განაცხადა დავით კირთაძემ.