აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელისა და CIA-ს დირექტორის კანდიდატურები დაასახელა. იუწყება BBC
აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ის არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეთი, ხოლო დაზვრევის ცენტრალურ სააგენტოს [CIA]-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
ჰეგსეთის დანიშვნა ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მოსალოდნელი იყო ახალ ადმინისტრაციაში.
„პიტი მკაცრი, ჭკვიანია და ნამდვილად სჯერა, რომ ამერიკა პირველ ადგილზეა. ის, რომ პიტი უხელმძღვანელებს [პენტაგონს] ამერიკის მტრებისთვის გაფრთხილება იქნება, ჩვენი არმია კვლავ დიდებული იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში
რეტკლიფზე, რომელიც ადრე ტეხასის კონგრესმენი იყო, ტრამპმა თქვა, რომ"ის ყოველთვის სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი.
შეგახსენებთ, ტრამპი სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობებზე მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის კანდიდატურებს განიხილავს.