ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შეაჩერონ რეგულარული პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან. იუწყება Reuters
ამის საფუძველი გახდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების ადრე გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ისრაელი არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ამის შესახებ dpa-ს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატის გაცხადებული ინიციატივა 18 ნოემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე განიხილება.
ისრაელთან პოლიტიკური დიალოგი რეგულირდება ე.წ. ასოცირების შეთანხმებით, რომელიც დაიდო 2000 წელს.
სხვა საკითხებთან ერთად, ის ადგენს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას.