ამსტერდამში ისრაელის კლუბ „მაკაბის“ გულშემატკივრებზე თავდასხმიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, პოლიციამ დააკავა დაახლოებით 300 პროპალესტინელი მომიტინგე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნიდერლანდების დედაქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვას. "
„დამის მოედანზე პოლიციამ 281 ადამიანი დააკავა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
AFP-ის ცნოპით, პოლიციამ შეკრებილებს ადგილის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ბევრი არ დაემორჩილა.
„ზოგი ნებაყოფლობით წავიდა. დარჩენილ დემონსტრანტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა“, - განაცხადეს პოლიციაში და აღნიშნეს, რომ ზოგიერთი მათგანი ავტობუსით გადაიყვანეს ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში, ზოგი კი პოლიციის განყოფილებაში.
აქციის მონაწილეებს ჰქონადათ პალესტინური შარფები და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „ამსტერდამი ამბობს არა გენოციდს“ და „თავისუფლება პალესტინას“. ზოგიერთმა მათგანმა დაკავების დროს პოლიციას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.
ეს იყო უკვე მესამე პროპალესტინის აქცია ამსტერდამში 7 ნოემბერს გულშემატკივრებზე თავდასხმის შემდეგ.