Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, მილიარდერ ილონ მასკის ქონება 20 მილიარდი დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. იუწყება Forbes.
Forbes-ის ცნობით, ტრამპის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური დონორის მასკის ქონება ერთ დღეში 7,5%-ზე მეტი გაიზარდა და 285,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Google Finance-ის მონაცემებით, 6 ნოემბერს ასევე გაიზარდა Tesla-ს აქციები თითქმის 15%-ით, 286,74 დოლარით მთავარი სესიის შემდეგ, რაც აქციის ყველაზე მაღალი ფასია 2022 წლის სექტემბრის შემდეგ,
როგორც The New York Times-ი იუწყება, მასკს ამ არჩევნებში ბევრი რამ ჰქონდა სასწორზე, მან სულ მცირე 119 მილიონი დოლარი შესწირა Super PAC-ს, რომელიც მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს.